მთავარი საზოგადოება ციტატა

არიან პედოფილი და ნარკომოვაჭრე მღვდლები-მამა გიორგი სხილაძის მორიგი სკანდალური განცხადება

“მღვდელმა ტაძარში, იმ გოგოს, რომელიც იქ იყო მისული, ისეთი მოქმედება ჩაუტარა, მოსაყოლადაც სამარცხვინოა. მზად ვარ, თუნდაც თავი შევაკლა ამ საკითხს. პედოფილი მღვდელი, რომელიც დღესაც კი კაშუეთის ტაძარში მოღვაწეობს, სახელს არ დავასახელებ, რადგან მომთხოვენ, რომ დავამტკიცო და ჯერ უნდა დავითანხმო ეს ადამიანი. არიან მღვდელები, რომლებიც ნარკოტიკებით ვაჭრობენ და თვითონ მომხმარებლები არიან.80 სასულიერო პირზე კრიმინალური დოსიე დაიდო საპატრიარქოში, რომ აი მიხედეთ ამ ხალხს, მაგრამ რომელი მათგანი გაგიგიათ, რომ განკვეთა პატრიარქმა?! სინოდში ერთმანეთის ცოდვებს ხელს აფარებენ, ერს კიდე ატყუებენ, რომ აი მოინანია და აპატია. ახლა თუ უღმერთო ხელისუფების შეკვეთებს შეასრულებ და ეკლესიაში პედოფილებს და მამათმავლებს შემოიყვან, მაშინ ეს რაღა პატრიარქობაა. ყველა იქნება პატრიარქი, პატრიარქი ფიტული კი არაა”

იტვირთბა....