“სამწუხაროა, რომ ივანიშვილის მიერ ორკესტრირებულ კამპანიაში ეკლესიის წინააღმდეგ მხოლოდ ივანიშვილი და ქოცები არ მონაწილეობენ! რა არის, თუ არა ბოლშევიკური კამპანია, როდესაც ნაფტალინიდან ამოღებული წვერებიანი ჭორ-მართალი დღეს მიეწოდება მოსახლეობას, როგორც რაღაც მეორედ მოსვლა და ცის კაბადონის ჩამონგრევა პირდაპირ ამ და მსგავსი სიტყვებით! ეს ამბავი სემინარიის სტუდენტების მონაწილეობით, რომელიც შეიძლება იყოს ან არ იყოს მართალი, თავის დროზე საკმაოდ გახმაურებული იყო და არაფერი ახალი ამაში არ არის! ამბავი შეიძლება რეალობასაც ასახავდეს, მაგრამ ის კამპანიის ნაწილია და არა ჭეშმარიტების ძიების!”
თამარ ჩხეიძე, ისტორიკოსი, ყოფილი დეპუტატი
სოციალური ქსელი
შეგახსენებთ, რომ სინოდის სხდომის შემდეგ, გარკვეული ცვლილებები განხორცირლდა საპატრიარქოში. მეუფე პეტრე მღვდელმსახურებიდან გადააყენეს. როგორც მეუფე პეტრემ განაცხადა, სინოდი სრული შემადგენლობით უშუამდგომლებს დეკანოზ მამალაძის შეწყალებას პრეზიდენტთან. მეუფე პეტრეს განცხადებით, მისი განყენების მიზეზი ეკლესიაში მამათმავლობის მხილება იყო.
გთავაზობთ მეუფე პეტრეს სკანდალური განცხადებების ვიდეოსა და სინოდის სხდომის პირველ კადრებს.
მამა გიორგი სხილაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს დოკუმენტს, რომელიც 1988 წლით თარიღდება. აღნიშნული დოკუმენტი არის ხელწერილი, რომლის მიხედვითაც ზოსიმე შიოშვილი თავისივე ნებით ტოვებს თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის რექტორის თანამდებობას და მიუთითებს, რომ გადაწვეტილებას იღებს სტუდენტთა მოთხოვნის შესაბამისად.
“მეტრონომმა” დაადგინა ის სასულიერო პირი, რომელიც მამა გიორგი სხილაძემ, “სოდომურ ცოდვაში” ამხილა.