ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი – “გიორგი სხილაძე, მე მგონია, რომ ვიღაცების წაქეზებით მოქმედებდა”

წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი, მეუფე ზოსიმე შიოშვილი, რომელსაც “სოდომურ ცოდვაში” სდებენ ბრალს, პირველ კომენტარს აკეთებს.

“ეს იყო 30 თუ 31 წლის წინ. არც ის გიორგი სხილაძე მახსოვს, არც ის კალაძე მახსოვს, საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს, არ ვიცი. ერთადერთი ეს იყო, ჩვენ რომ მოვთხოვეთ სულიერება, შინაგანწესის დაცვა. იცით რა, ეროვნული გრძნობა ხომ არის უსათუთესი, სულიერება იმაზე მეტი არის. აი, აქ მოხდა რაღაცა. სულიერებას დაუპირისპირდნენ ესენი და ის მტრობა აქეთ გადმოიტანეს, ჩვენსკენ გადმოიტანეს და მერე ყველაფერი იკადრეს. გიორგი სხილაძე, მე მგონია, რომ ვიღაცების წაქეზებით მოქმედებდა. ეს იყო ანტიეკლესიური გამოსვლა… წამალაიძის მიერ შემოგზავნილი სამი ახალგაზრდა იყო, რომლებსაც არ ვიცი რა ამოძრავებდათ. ეს დრო ურთულესი დრო იყო, მაშინ ჩვენთან მიტინგები მიდიოდა მთავრობის სასახლის წინ, მათ შორის ეს სტუდენტებიც დღე და ღამ იქ იყვნენ. ჩვენ მოვთხოვეთ მათ, რომ სემინარიისთვის პატივი ეცათ, რადგან სემინარიის განაწესი ყოფილიყო დაცული. ამან ისეთი დაძაბულობა შექმნა და ისეთი აზრი გაუჩინათ, რომ თითქოს ეროვნული მოძრაობისადმი რაღაც თითქოს ინერტული ვიყავი”, – უთხრა მეუფე ზოსიმემ “მთავარ არხს”.

შეგახსენებთ, რომ მამა გიორგი სხილაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს დოკუმენტს, რომელიც 1988 წლით თარიღდება. აღნიშნული დოკუმენტი არის ხელწერილი, რომლის მიხედვითაც ზოსიმე შიოშვილი თავისივე ნებით ტოვებს თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის რექტორის თანამდებობას და მიუთითებს, რომ გადაწვეტილებას იღებს სტუდენტთა მოთხოვნის შესაბამისად.

მეუფე ზოსიმეს მიერ სტუდენტზე სექსუალურ ძალადობას დეკანოზი ზაქარია ფერაძე  ადასტურებს.

სინოდის სხდომის შემდეგ, გარკვეული ცვლილებები განხორცირლდა საპატრიარქოში. მეუფე პეტრე მღვდელმსახურებიდან გადააყენეს.  პეტრე ცაავას განცხადებით, მისი განყენების მიზეზი ეკლესიაში მამათმავლობის მხილება იყო.

 

იტვირთბა....