ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დეკანოზი ზაქარია, მეუფე ზოსიმეს მიერ სტუდენტზე სექსუალურ ძალადობას ადასტურებს

მეუფე ზოსიმეს მიერ სტუდენტზე სექსუალურ ძალადობას დეკანოზი ზაქარია ფერაძე  ადასტურებს. ამის შესახებ მან მთავარ არხს განუცხადა.

როგორც ის ამბობს, შემთხვევა თბილისში, სასულიერო აკადემიაში მოხდა.

“სტუდენტი ძალიან მორწმუნე ახალგაზრდა იყო, ძალიან წესიერი იყო და ერთი პერიოდი რაღაც ძალიან აერია და ვეღარ ვცნობდით. ძალიან ცუდად იყო. მერე, როგორც ჩანს, გამოტყდა იქ და თქვა ეს ამბავი. ამის გამო მოხდა ეპისკოპოსის მხილება, რომ დაინტერესდა რამდენიმე სტუდენტი ამით”, — ყვება დეკანოზი სტუდენტზე, რომელზეც, სავარაუდოდ, სექსუალურად იძალადეს.

მისივე თქმით, მაშინ მეუფე ზოსიმე არ დაუსჯიათ.

“უბრალოდ, სტუდენტებთან შეთანხმებით წავიდა რამდენიმე დღით. საერთოდ უნდა წასულიყო, მაგრამ უშიშროებამ დააბრუნა”, — აღნიშნავს ის.

შეგახსენებთ, რომ სინოდის სხდომის შემდეგ, გარკვეული ცვლილებები განხორცირლდა საპატრიარქოში. მეუფე პეტრე მღვდელმსახურებიდან გადააყენეს. როგორც მეუფე პეტრემ განაცხადა, სინოდი სრული შემადგენლობით უშუამდგომლებს დეკანოზ მამალაძის შეწყალებას პრეზიდენტთან. მეუფე პეტრეს განცხადებით, მისი განყენების მიზეზი ეკლესიაში მამათმავლობის მხილება იყო.

გთავაზობთ მეუფე პეტრეს სკანდალური განცხადებების ვიდეოსა  და სინოდის სხდომის პირველ კადრებს.

მამა გიორგი სხილაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს დოკუმენტს, რომელიც 1988 წლით თარიღდება. აღნიშნული დოკუმენტი არის ხელწერილი, რომლის მიხედვითაც ზოსიმე შიოშვილი თავისივე ნებით ტოვებს თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის რექტორის თანამდებობას და მიუთითებს, რომ გადაწვეტილებას იღებს სტუდენტთა მოთხოვნის შესაბამისად.

იტვირთბა....