მსხვერპლილ ქალისთვის ძალიან რთულია, საჯაროდ ისაუბროს მის მიმართ ძალადობაზე, განსაკუთრებით, თუ ის საჯარო პირია – ამის შესახებ გაცხადება ქართული ოცნების ერთ-ერთმა წევრმა სოფო კილაძემ გააკეთა.
თუმცა, მისი თქმით, მსხვერპლ ქალებს ყველა გვერდით უნდა დაუდგეს, ასევე, ყველა ქალმა უნდა ამოიღოს ხმა და სხვებს მაგალითი მისცეს.
“ქალმა საჯაროდ ისაუბროს მის მიმართ ჩადენილ ძალადობაზე ჩვენ საზოგადოებაში ძალიან, ძალიან რთულია, ხოლო საჯარო პირმა, პოლიტიკოსმა და ცნობადმა სახემ – 10 000-ჯერ უფრო რთული და ძალიან დიდ გამბედაობას მოითხოვს. ოჯახში ძალადობას არა აქვს სოციალური სტატუსი, ასაკი, რელიგია, მისი მსხვერპლი შეიძლება გახდეს ყველა. სირცხვილი არ არის, იყო მსხვერპლი, არც მსხვერპლის “ბრალია”, იყოს მსხვერპლი. სახელმწიფო იმიტომ არსებობს, რომ უნდა დაგვიცვას ასეთ ვითარებაში, საზოგადოება გვერდით უნდა დაუდგეს მათ. ყველა ქალმა უნდა ამოიღოს ხმა ძალადობის დროს და მისცეს სხვებს მაგალითი!” – დაწერა ლომჯარიამ ფეისბუქზე.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ რუსთავი 2-ს დაუდასტურა, რომ ყოფილი ქმარი მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა, რის გამოც დაახლოებით 2 კვირის წინ დეპუტატმა პოლიციას მიმართა.