ახალი ამბები მთავარი სამართალი

აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისთვის რვა ადამიანი დააკავეს

აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისთვის რვა ადამიანი დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას აზერბაიჯანულ მედიაზე დაყრდნობით საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, საზღვრის გადაკვეთას ისინი 3 ნოემბერს, 00:20 საათზე, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „სადიქლის“ სამსახურებრივ ტერიტორიაზე ცდილობდნენ.

დაკავებულთა შორის ხუთი არასრულწლოვანია, ყველაზე უფროსი კი, 1999 წელს არის დაბადებული.

 

იტვირთბა....