News მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“თავიდან ბოლომდე ეს არის ბიძინა ივანიშვილის ბრძოლა პატრიარქის წინააღმდეგ” – არჩილ გამზარდია

საპატრიარქოში განვითარებულ ამბებს სოციალურ ქსელში არჩილ გამზარდია ეხმიანება. პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლები სულ ტყუილად ცდილობენ ოპოზიციაზე აქცენტის გადატანას საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. თავიდან ბოლომდე ეს არის ბიძინა ივანიშვილის ბრძოლა პატრიარქის წინააღმდეგ, რომელსაც “ქართული ოცნების” მაღაკლჩინოსნები ანხორციელებენ.

ბიძინა ივანიშვილს არასდროს მოსწონდა როდესაც ვინმეს ავტორიტეტი თავისაზე მეტი იყო, მითუფრო პატრიარქის, რომელსაც ივანიშვილიც კი იძულებული იყო ანგარიში გაეწია. დღევანდელი პრემიერ მინისტრი გახარია ჯერ კიდევ როდის ავალებდა სპეცსამსახურებს სასულიერო პირების წინააღმდეგ კომპრომატები შეექმნათ და მოეძიათ.

“ქართული ოცნება”, ძალიან დდი ალბათობით, თანამშრომლობდა საპატრიარქოში მოქმედ ოთხეულთან – სოსო ოხანაშვილთან, ირაკლი მამალაძესთან და დეკანოზ მამალაძესთან, ტარას შავშიშვილთან, მათ უკან მდგომ “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” სასულიერო პირებთან, ასევე მათ უკან მდგომ მეუფე დიმიტრისთან, მეუფე გერასიმესთან და სხვებთან, ბოლოს სულაც მეუფე პეტრესთან. ე.წ. ციანიდის პროცესების დროს, როდესაც ხელისუფლებამ ვერ მიიღო თავისთვის სასურველი შედეგი, განტევების ვაცად დეკანოზი მამალაძე აქცია, ირაკლი მამალაძე პროკურატურის მთავარ მოწმედ აქცია, ოხანაშვილი ქვეყანას გაარიდა, შავშიშვილი თამაშიდან გაიყვანა, მიტროპოლიტი დიმიტრის უსაფრთხოების სივრცე შეუქმნა და ა.შ. პატრიარქის ლიკვიდაციის მცდელობა შეცვალა დეკანოზის მხრიდან პატრიარქის მდივნის მიმართ კვალიფიკაციით, საერთოდ გადაანაცვლა აქცენტები და მიმართულება, ეს ამტკიცებს ხელისუფლების თანამშრომლობას საპატრიარქოში არსებული ჯგუფსა და მათ მფარველ ეპისკოპოსებთან.

ბოლოს, ივანიშვილმა სულაც მიტროპოლიტ პეტრესთან “დაალაგა” პროცესი, მხოლოდ იმ პირობით, რომ 2020-ის არჩევნებამდე პეტრე მშვიდად იქნებოდა და შემდეგ დაეხმარებოდა უკვე ივანიშვილი მას, მაგრამ პეტრე ცაავას ნებისყოფა არ ეყო და დაასწრო, ამ თანამშრომლობაზე მეუფე პეტრემაც გააკეთა განცხადება და მისი ყოფილი ეპარქიის რამდენიმე მღვდელმა.

კიდევ ბევრი რამეა მოსაყოლი,მაგრამ რასაც ეს ორი დღეა “ქართული ოცნება” ცდილობს, რომ პროცესის აქცენტი გადაიტანოს “ნაციონალურ მოძრაობაზე”, უბრალოდ არის აბსურდი და “ქართული ოცნების” პროპაგანდისტული მონსტრის მცდელობა.

თავიდან ბოლომდე, ბოლო წლებში პატრიარქისადმი დარტყმები, მისი გარიდებისა და შესაძლოა ლიკვიდაციის მცდელობები მოდის “ქართული ოცნების” ძალაუფლების ცენტრების, ცხადია, მათ შორის, ივანიშვილის მხრიდან, ისინი იწყებენ თანამშრომლობას ამა თუ იმ პირთან და როდესაც გრძნობენ, რომ აგებენ, შემდეგ “განტევების ვაცად” აქცევენ, ასე მოექცნენ დეკანოზ მამალაძესაც, ასე მოექცნენ ყოფილ მიტროპოლიტ პეტრე ცაავასაც.

იტვირთბა....