ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ ეპარქია დატოვა.
შეხვედრამდე სამოთხეში!“, – ამ სიტყვებით დაემშვიდობა ყოფილი მიტროპოლიტი მრევლს.
მეუფე პეტრემ მედიის წარმომადგენლებს ხატები და სასულიერო წიგნები გადასცა.
შეგახსენებთ, რომ მეუფე პეტრე მიტროპოლიტის თანამდებობიდან გადააყენეს.
მისი თქმით, განყენების მიზეზი ეკლესიაში მამათმავლობის მხილება იყო.
ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად წალკელი მიტროპოლიტი დაინიშნა.