„ეს არის პრობლემა და არა ის, ვინ იქნება რუსეთიდან მთავარი წარმომადგენელი. ამას სჭირდება ამ ხელისუფლების გამოცვლა მშვიდობიანად, არჩევნების გზით, რაც ერთ წელში აუცილებლად მოხდება. რაც შეეხება კარასინის საკითხს, აქ უბრალოდ დიპლომატიური პრობლემაა, თუ მას სტატუსი არ აქვს და ისე არის მოჩენილი, ეს არანორმალური ვითარებაა და წესით და რიგით, ერთი და იმავე სტატუსის ადამიანები უნდა იყვნენ ჩართულნი, როგორც ჟენევის მოლაპარაკებებში, ასევე სხვა ფორმატებში. უნდა გვყავდეს ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ქვეყანას დაიცავს დიპლომატიურ ასპარეზზე. ივანიშვილის გუნდს ეს არ შეუძლია და არ უნდა“.
გიგა ბოკერია, “ევროპული საქართველოს” წევრი