„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პირდაპირ ეუბნება თავის მოქალაქეებს, რომ ქვეყანას აქვს ე.წ მწვანე საზღვრები, საიდანაც შეიძლება მსოფლიოში სერიოზულმა ტერორისტმა შემოაღწიოს ქვეყანაში. ახმეტ ჩატაევი მყავს მხედველობაში. მეორე, სუს-ი რასაც აკეთებს, იძიებს მუხთარლის გატაცებას, ისიც მწვანე საზღვრით წავიდა აზერბაიჯანით თურმე. არის რამე პასუხი ამ ორ საქმეზე? როგორ შემოვიდა ჩატაევი ან როგორ გავიდა მუხთარლი. ჩვენთვის სამწუხაროდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაკავებულია პოლიტიკური ოპონენტების დევნით და პოლიტიკური პოლიციის როლს ასრულებს, მათი ფუნქცია ნამდვილად არის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და საქართველოს ინტერესების დაცვა, მაგრამ ამ ფუნქციას ვერ ასრულებს წარმატებით, ვინაიდან მას ამის დაკვეთა არ აქვს ბიძინა ივანიშვილისგან“.
ოთარ კახიძე, ევროპული საქართველოს წევრი