მარნეული-სადახლოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა 11 ადამიანი.
არსებული ცნობით, ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი და ერთი მიკროავტობუსი შეეჯახა. შედეგად დაიღუპა მსუბუქ ავტომანქანაში მსხდომი ცოლ-ქმარი. დაშავებულები კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალში“ არიან გადაყვანილები.
როგორც შსს-ში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს.