“უზენაესი მოსამართლე ღმერთია და უნდა გვახსოვდეს ყოველთვის, რომ ჩვენ, ადამიანები მითუმეტეს სასულიერონი, უნდა ვიყოთ დედები და მამები და არა ერთმანეთის მოსამართლენი. იმედი მაქვს, ჩვენ შევძლებთ და გადავლახავთ იმ სირთულეებს, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობაში წარმოიქმნება და ადგილას არ მივცემთ სასოწარკვეთილებასა და იმედგაცრუებას. განსაცდელი კიდევ უფრო მეტად გაგვაძლიერებს ჩვენ უკეთესი მომავლისკენ მიმავალ გზაზე ღმერთთან და საკუთარ თავთან დაახლოებულ გზაზე. გვახსოვდეს, რომ ვერაფერს გვიზამს მტერი, როცა ჩვენთან არს ღმერთი“
მეუფე გრიგოლი – ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი
აღნიშნული განცხადება მეუფე გრიგოლმა კოლხეთის ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღესთან დაკავშირებით გამართული საზეიმო წირვის შემდეგ, ქადაგებისას გააკეთა.
შეგახსენებთ, გუშინ საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. სინოდმა მეუფე პეტრე ცაავა ჭყონდიდის მიტროპოლიტის თანამდებობიდან გადააყენა.
მეუფე პეტრეს განცხადებით, მისი განყენების მიზეზი ეკლესიაში მამათმავლობის მხილება იყო.