ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვრჩები ეპარქიაში და ველოდები ჩემი შემცვლელის, მეუფე გრიგოლის ჩამოსვლას” – ყოფილი მიტროპოლიტი

საეკლესიო გაფართოებული სხდომის ჩატარება აუცილებელია – ამის შესახებ განცხადებას ჭყონდიდისა და მარტვილის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა აცხადებს.

“მიუხედავად იმისა, რომ დებულების თანახმად, პატრიარქის არჩევის ან რაღაც სხვა დებულების ცვლილების შემთხვევაში ხდება მოწვევა გაფართოებული სხდომისა, მე ვფიქრობ, რომ იმდენად კრიზისული მდგომარეობაა, ერთ-ერთი გამოსავალია ნების შემთხვევაში, რა თქმა უნდა… ამას არ გააკეთებენ. სინოდი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ შეიკრიბა და ხომ ხედავთ, როგორ… მიმაჩნია, რომ გაფართოებული კრება აუცილებელია. გაფართოებულ სხდომას ესწრებიან სასულიერო პირები, საერო ადამიანები და ბევრად უფრო მეტია სანდოობა და ის არის უმაღლესი ორგანო საქართველოს მართადიდებლური ეკლესიის. დღევანდელ განჩინებაში იწერება, რომ სინოდის ორჯერ მოწვევა არის ცოტა, როცა მთელი წლის განმავლობაში პირველად მოვიწვიეთ. ანუ, არაგულწრფელია ეს ყველაფერი.. როცა საუბრობ სიყვარულზე, მიტევებაზე, მშვიდობისმყოფელობაზე. ეს სიყვარული, მიტევება და ქრისტიანობა არ იყო? მესამე წელია რაც ციანიდი საქმეზე უდანაშულო მამაო ზის ციხეში და ვითხოვდი მის მიმართ მეტი მოწყალება გამოგვეჩინა.

შეიძლება სინოდი ჩანიშნონ, შეიძლება იმსჯელონ…თქვენ წარმოიდგინეთ როდესაც სინოდი ჩაინიშნა, მე წინა დღით შემატყობინეს ანუ გუშინწინ საღამოს. მითუმეტეს თუ ჩემი საკითხი უნდა განხილულიყო სინოდის სხდომაზე, ჩემთვის ხომ უნდა შეეტყობინებინათ? აი მეუფე პეტრე, თქვენს საკითხს, თქვენს მიერ სატელევიზო ეთერებში პატრიარქის მიმართ კრიტიკა და ასე შემდეგ იქნება განხილვის საგანი. ეს იყო უსამართლობა. საქართველოს მასშტაბითაც ვერ მოახერხეს მღვდელმთავრებმა ჩამოსვლა. სინოდის ჩანიშვნა იყო უკვე არასწორად დაგეგმილი, თავიდან ბოლომდე ჩანიშვნა, განჩინების ჩათვლით, არის უსამართლობა. უსამართლობას არ უნდა შევეგუოთ. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ჩემი თემით გადაფარეს მეუფე იაკობის სკანდალური განცხადებები, გაითამაშეს რაღაც სცენა… აღსარების ჩაბარება პატრიარქს, ეს რაღაც ღიმილის მომგვრელია, არაგულწრფელი და უსუსურია. სამარცხვინოა, ასეც შეიძლება ითქვას”, – განაცხადა მან.

მისი თქმით, ჯერჯერობით ეპარქიაში რჩება და მეუფე გრიგოლის ჩამოსვლას დაელოდება.

“ვრჩები ეპარქიაში, დაველოდები მეუფის ჩამოსვლას. სამომავლოდ რასაც გადავწყვიტავ, გაიგებთ თქვენც”, – აღნიშნა მან.

მან მარტვილის ტაძარში შეკრებილ სასულიერო პირებს მოუწოდა, რომ არ დაუშვან შეცდომა.

“სასულიერო პირებს მოვიწოდებ არ დაუშვან შეცდომები და განსაცდელი ღირსეულად ავიტანოთ.ბერულად აღვესრულოთ და სული გადავირჩინოთ, რაც, პირველ როგში, გამოიხატება ქრისტეს სიყვარულში, წმინდა სახარებისა და მამების მორჩილებაში და არა კონკრეტული ადამიანისა, რომელიც აცდენილია სახარებას”, – ამბობს პეტრე ცაავა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საპატრიარქოში12:00 საათზე წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა.

მეუფე პეტრე მღვდელმსახურებიდან გადააყენეს.

როგორც მეუფე პეტრემ განაცხადა, სინოდი სრული შემადგენლობით უშუამდგომლებს დეკანოზ მამალაძის შეწყალებას პრეზიდენტთან.

მეუფე პეტრეს განცხადებით, მისი განყენების მიზეზი ეკლესიაში მამათმავლობის მხილება იყო.

გთავაზობთ მეუფე პეტრეს სკანდალური განცხადებების ვიდეოსა  და სინოდის სხდომის პირველ კადრებს.

იტვირთბა....