მთავარი ციტატა

“არ გაგიკვირდეთ, რომ პეტრე ცაავა ვიხილოთ საბერძნეთს დაქვემდებარებული ეკლესიის პატრიარქად”

“არ მაქვს იმის ილუზია, რომ, რაც სინოდზე მოხდა, სპონტანური აღელვების ნიადაგზე გადადგმული ნაბიჯი იყო. მას ჰყავს ზურგის გამმაგრებლები. არ გაგიკვირდეთ, რომ უახლოეს ხანებში პეტრე ცაავა ვიხილოთ საბერძნეთს დაქვემდებარებული ერთ-ერთი ეკლესიის პატრიარქად საქართველოს ტერიტორიაზე ან, ვთქვათ, რომელიმე სხვა მიმდინარეობის ხელმძღვანელად. ამის ნიშნები უკვე ჩანს”

სანდრო ბრეგაძე, “ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი

“რეაქცია”, TV პირველი

 

მეუფე პეტრე მღვდელმსახურებიდან გადააყენეს.

როგორც მეუფე პეტრემ განაცხადა, სინოდი სრული შემადგენლობით უშუამდგომლებს დეკანოზ მამალაძის შეწყალებას პრეზიდენტთან.

მეუფე პეტრეს განცხადებით, მისი განყენების მიზეზი ეკლესიაში მამათმავლობის მხილება იყო.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საპატრიარქოში12:00 საათზე წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. 

გთავაზობთ მეუფე პეტრეს სკანდალური განცხადებების ვიდეოსა  და სინოდის სხდომის პირველ კადრებს.

იტვირთბა....