ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მირჩევნია საიმართლისათვის დავისაჯო, ვიდრე ტყუილით გავმართლდე” – მეუფე პეტრე

ღმერთი არის სიმართლეში და ბოლო სიტყვას იტყვის უფალი – ეს განცხადება მეუფე პეტრემ, წმინდა სინოდის სხდომის დაწყების წინ გააკეთა.

“ჩემთვის არაფერი არ შეცვლილა. ჭეშმარიტება არის მარადიული, მირჩევნია საიმართლისათვის დავისაჯო ვიდრე ტყუილით გავმართლდე. ღმერთი არის სიმართლეში და ბოლო სიტყვას იტყვის უფალი. რაც შეეხება ჩემთან დამოკიდებულებას. თუ დღვანდელი დღე და წმინდა სინოდის სხდომა გაეიქცევა და მიემსგავსება პილატეს სასამართლოს ყველაფერი შესაძლებელია” – გამაცხადა მეუფე პეტრემ

შეგახსენებთ, რომ დღეს, საპატრიარქოში12:00 საათზე წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. ოფიციალური ინფორმაცია, თუ რა საკითხები განიხილება წმინდა სინოდზე, საპატრიარქოს არ გაუვრცელებია. რაც შეეხება მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებებს, ამის შესახებ დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ წმინდა სინოდი არის ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანო და ის მიიღებს გადაწყვეტილებას, ეკლესიის წიაღში დაიწყება თუ არა მეუფე იაკობთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.

ამავე თემაზე
ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....