ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ღვარცოფული პროცესები გამოიწვიოს – როგორი ამინდებია მოსალოდნელი საქართველოში

31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, ზოგან ძლიერი, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, მაღალმთიან რაიონებში ზოგან თოვლი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

“მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს” – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

იტვირთბა....