aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თუ წყალტუბოს პროექტი სიტყვად დარჩა, ბუმერანგად მოუბრუნდება „ოცნებას“ – ლაგაზიძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, წყალტუბოს აღორძინების პროექტთან დაკავშირებით გამოეხმაურა.

მისი თქმით თუ წყალტუბოს პროექტი სიტყვად დარჩა და რეალური ნაბიჯები არ გადაიდგა, ბუმერანგად მოუბრუნდება „ოცნებას“, ხოლო თუ რეალურია და მართლაც ბოლომდე მიიყვანენ, ეს იქნება საშვილიშვილო საქმე.

„ქართული ოცნებისთვის“ წინასაარჩევნო, უმძიმესი არჩევნების წელია. უპრეცედენტოა თავისი არსით ეს წელი, იმიტომ, რომ თუ „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ხელისუფლების შენარჩუნება, ეს იქნება პირველად ბოლო 30 წლის განმავლობაში, როდესაც მესამე ვადით რჩება პოლიტიკური ძალა ხელისუფლების სათავეში. ამიტომაც, „ოცნებას“ და თავისთავად ივანიშვილს მოუწევს უპრეცედენტო ძალისხმევა იმისათვის, რომ პოზიციები შეინარჩუნოს ან ყოველ შემთხვევაში, 2020 წელს კოალიციაში მაინც იყოს წამყვანი ძალა. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ამით ეს მეგაპროექტები არ ამოიწურება. კიდევ ვნახავთ „ქართული ოცნებისა“ და ივანიშვილის მიერ შემოთავაზებულ მეგაპროექტებს. მთავარია, რომ ეს სიტყვა საქმედ იქცეს და დაიწყოს ამისი რეალიზაცია. არჩევნებამდე 2-3 თვე არ არის დარჩენილი, რომ ამ პროექტის გადავადება მოხერხდეს, 1 წელია სრული და ამ ერთი წლის განმავლობაში უნდა ვნახოთ რეალური შედეგები, რეალურად გადადგმული ნაბიჯები პროექტის დასაწყებად. თუ ეს სიტყვად დარჩა, ბუმერანგივით მოუბრუნდება ისევ „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნოდ“, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, რადგან სახელმწიფოს არ აქვს რესურსი, მიიღო გადაწყვეტილება სათავეში ჩაუდგეს წყალტუბოს აღორძინების პროექტს, გამოისყიდოს უკლებლივ ყველა – 22 სასტუმრო, 9 აბანო და მოახდინოს მათი სრული რეაბილიტაცია. ამასთან, ივანიშვილის თქმით, წყალტუბოს განვითარების პროექტზე მისი მხრიდან არანაირ მოგებაზე არ იქნება საუბარი და „მაქსიმალური ფასი იქნება თვითღირებულება“.

იტვირთბა....