„ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა ნიშნავს, რომ ძალიან მალე წყალტუბო გახდება ჯანმრთელობის და ტურიზმის ცენტრი. ეს იქნება რეგიონში მიზიდულობის ცენტრი და როდესაც ასეთ ინიციატივებზეა საუბარი, ყველას, მათ შორის ოპოზიციასაც უნდა ეყოს ძალა და აღიაროს, რომ წყალტუბო – ერთ-ერთი ძალიან განვითარებული ჰაბი – ჩვენს ქვეყანასაც მოუტანს ბევრ სამუშაო ადგილს, ეკონომიკის განვითარებას, უამრავ ტურისტს. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ოპოზიცია არა მხოლოდ აკრიტიკებს, არამედ მათ აღიზიანებთ კიდეც ასეთი ინიციატივები და მდარე არგუმენტებს იგონებენ ასეთი პოზიტიური თემების გადასაფარად”
მამუკა მდინარაძე – საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი
შეგახსენებთ, დღეს გახდა ცნობილი, რომ ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოს რეაბილიტაციისთვის საკუთარი ბიუჯეტიდან გაიღებს ხარჯებს და ამით მთავრობას სტიმულს მისცმეს.