მთავარი სოციალური ქსელი ციტატა

“საპატრიარქოს მართებს უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ არ მოუწიოთ ქრისტიანობის ნულიდან ქადაგება”

“საპატრიარქოს მართებს უდიდესი სულიერი სიფხიზლე და პასუხისმგებლობა, რომ ახალგაზრდა თაობას არ დაუტოვოს მძიმე მემკვიდრეობა, სადაც მათ დახვდებათ მთელი რიგი სტიგმები საზოგადოებაში და მოუწევთ ქრისტიანობის ნულიდან ქადაგება.
ახალ თაობა სასულიერო პირებს ვგულისხმობ, რომლებსაც არ შეუქმნიათ ეს უნდობლობის კლიმატი.
არადა, რა მარტივია ეს ყველაფერი. უბრალოდ ვიყოთ გულწრფელი მორწმუნეები და მივსდიოთ ქრისტეს, ვბაძევდეთ მას’

დედა სიდონია

სოციალური ქსელი

შეგახსენებთ, რომ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა  “ტვ. პირველის” ეთერში თქვა, რომ  პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით “ეჩალიჩებოდნენ”, აღნიშნულ საკითხზე კი, შეხვედრა მაშინდელი პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა.

აღნიშნულის შემდეგ კი, მეუფე იაკობმა პატრიარქის ქორეპისკოპოსის პოსტიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

იტვირთბა....