„ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ მისი დემონიზება და მტრად გამოცხადება იქნება არასწორი. მრჩება შთაბეჭდილება, რომ მეუფე იაკობის დაპირისპირება უნდათ გარკვეულ პირებს, თუ ძალებს, როგორც მეუფე შიოსთან, ასევე ბიძინა ივანიშვილთან. ვის უნდა და ვის არ უნდა, ეს არ ვიცი“
ედიშერ ქარჩავა – საპატრიარქოს იურისტი
მეუფე იაკობმა დღეს პატრიარქის ქორეპისკოპოსის პოსტიდან წასვლის შესახებ განაცხადა.
უფრო ადრე კი, ბოდბელმა ეპისკოპოსმა “ტვ. პირველის” ეთერში თქვა, რომ პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით “ეჩალიჩებოდნენ”, აღნიშნულ საკითხზე კი, შეხვედრა მაშინდელი პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა.