ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მეუფე იაკობის განცხადებები გახარიას წინააღმდეგ არის მიმართული” – კალაძე

მეუფე იაკობის განცხადებები პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წინააღმდეგ არის მიმართული – ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საჭიროა, მეუფე იაკობმა ახსნა-განმარტება გააკეთოს.

„საპატრიარქოს განცხადება არ მომისმენია. მე მაქვს ჩემი მიდგომა და დამოკიდებულება ჩვენს უწმინდესთან, საპატრიარქოსთან, სარწმუნოებასთან და ნამდვილად არ მინდა, გავხდე მონაწილე იმ განცხადებების, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ. საჭიროა, ახსნა-განმარტებები მოვისმინოთ მეუფე იაკობისგან. მე მგონია, რომ ეს არის გიორგი გახარიას წინააღმდეგ მიმართული. ჩვენ რამდენიმე თვის წინ მოვისმინეთ მისი განცხადებები გახარიასთან მიმართებაში და მგონია, რომ ეს არის ამ განცხადებების გაგრძელება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, მეუფე იაკობმა “ტვ. პირველის” ეთერში მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით “ეჩალიჩებოდნენ”, აღნიშნულ საკითხზე კი, შეხვედრა მაშინდელი პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ საქართველოს პატრიარქმა ბრძანება გამოსცა.

 

იტვირთბა....