ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა” – მეუფე იაკობი

ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მეუფე იაკობი ამბობს, გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ თავად მიიღო.

“მოსული ვიყავი სპეციალურად, რომ უწმინდესი მენახა და ჩემი გადაწყვეტილების შესახებ მესაუბრა. მივიღე გადაწყვეტილება და გადავდექი ქორეპისკოპოსობიდან და საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარეობიდან. ოღონდ მე გადავდექი. ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა. ვრჩები ეპარქიაში. მრევლს და ერს ყველას კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ შენდობას ვითხოვ და ბოდიშს ჩემი ისეთი სახით საუბრისთვის. შეხვედრას ჩვენ ორნი ვესწრებოდით”, – უთხრა მეუფე იაკობმა მედიის წარმომადგენლებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ საქართველოს პატრიარქმა ბრძანება გამოსცა.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, მეუფე იაკობმა “ტვ. პირველის” ეთერში მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით “ეჩალიჩებოდნენ”, აღნიშნულ საკითხზე კი, შეხვედრა მაშინდელი პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა.

იტვირთბა....