ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მეუფე იაკობის განცხადებაზე ხელისუფლებამ გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს” – გოცირიძე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე ბოდბელი ეპისკოპოსის სკანდალურ განცხადებას ეხმაურება. გოცირიძე  გამოძიების დაწყებას ითხოვს.

„დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ხელისუფლებამ გამოძიება. უმძიმესი ფაქტებია მოყვანილი, მათ შორის, დასახელებულია ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები და გამოძიების არ დაწყება ნიშნავს პირდაპირ დანაშაულის აღიარებას. ის განცხადება, რომ თითქოს და ეს ყოფილიყო არაფხიზელ მდგომარეობაში გაკეთებული, არის სამართლებრივად აბსოლუტური სისულელე, ვინაიდან ნებისმიერი ადამიანი ვისაც რამე ჩაუდენია იტყვის, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში გააკეთა ეს განცხადება. უამრავი ჩანაწერები, ვითომ „ნაციონალური მოძრაობა“ აწყობდა სახელმწიფო გადატრიალებას საბურავებით და რომელიც დამონტაჟებულია, იყო არაფხიზელ მდგომარეობაში გაკეთებული. აი ახლა ვიტყვი, რომ უნდა დავამხოთ საქართველოს რვა წლის განმავლობაში ქვეყნის დამანგრეველი ხელისუფლება და მოვაწყოთ რევოლუცია, ოღონდ წინასწარ გეუბნებით, ორი ჭიქა არაყი მაქვს დილას დალეული და ეს იქნება გამამართლებელი საბუთი იმ განცხადებისა, რასაც ახლა ვაკეთებ? რა თქმა უნდა, ეს არის არასერიოზული განცხადება. იქ მოყვანილია უმძიმესი ფაქტები. დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება.

ზოგი ამბობს, რომ ამის სჯერა, ზოგი ამბობს, რომ არ სჯერა. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ სისულელეა და ასეთი გამონათქვამი როგორ შეიძლება, იგივე, თუნდაც იუსტიციის მინისტრისაგან, რომელიც უმძიმეს ამბავს ისმენს. ამიტომ მჯერა და არ მჯერა არის რწმენის საკითხი მაგრამ მოხდა თუ არ მოხდა ეს არის გამოძიების საკითხი. ამიტომ არის საჭირო, ხელისუფლებამ დაიწყოს გამოძიება და იქ გაირკვევა იყო ეს სიმართლე თუ არ იყო. თუ ჩვენ გავიხსენებთ, ანალოგიური განცხადება მეუფე იაკობს ჰქონდა გაკეთებული მანამდე ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, ოღონდ რბილი ფორმით და უფრო მეტად მინიშნებებით და თანაც ერთი ორი გვარიც დაასახელა. ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, ეს იყოს მისი სხვა განცხადებების გაგრძელება უფრო გულწრფელი და უფრო ღია ფორმით. ამიტომ, დროულად არ გამოძიების დაწყება ნიშნავს ფაქტობრივად ხელისუფლების მიერ აღიარებას ამ პროცესებში საკუთარი მონაწილეობის”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ “ტვ. პირველის” ეთერში მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით “ეჩალიჩებოდნენ”, აღნიშნულ საკითხზე კი, შეხვედრა მაშინდელი პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა.

იტვირთბა....