„გამოვიყენებ სიტყვას სისულელე, გული მტკივა, რომ მეუფისგან ასეთი რამ მოვისმინეთ. ამგვარი განცხადებები ეკლესიას ჩრდილს აყენებს. უარს ვამბობ, მივიღო მონაწილეობა დებატში, რომელიც ეკლესიას მიაყენებს ჩრდილს და გულს ატკენს პატრიარქს“
თეა წულუკიანი – იუსტიციის მინისტრი
წულუკიანი აღნიშნული განცხადებით ეხმაურება ბოდბელ ეპისკოპოსს, რომელმა “ტვ. პირველის” ეთერში გუშინ განაცხადა, რომ პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით “ეჩალიჩებოდნენ”, აღნიშნულ საკითხზე კი, შეხვედრა მაშინდელი პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა.