მთავარი ციტატა

“არ გამოვრიცხავ, რომ მეუფე იაკობი საპატრიარქოს ბინძური დავალებების შემსრულებელია”

“პატრიარქის ქორეპისკოპოსს არაერთგზის გაუკეთებია უპასუხისმგებლო განცხადებები და დაუბრკოლებია მორწმუნე საზოგადოება ამ ბოლო წლების განმავლობაში. მაგრამ ამის საპასუხოდ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ზაფხულში, ბოდბეში წმინდა ნინოს ტაძრის კურთხევაზე ის დააჯილდოვა, აიყვანა ხარისხში და ე.ი. თქვა, რომ ის ასრულებდა ჩემს დავალებებს. აქედან გამომდინარე, ამ ლოგიკით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ვაკისრებ პასუხისმგებლობას და დღესაც ვთვლი და არ გამოვრიცხავ, რომ ის საპატრიარქოს ბინძური დავალებების შემსრულებელი და გამხმოვანებელია”

მეუფე პეტრე ცაავა – ჭყონდიდის მიტროპოლიტი

“ტვ პირველი”

მეუფე პეტრე აღნიშნული განცხადებით გამოეხმაურა ბოდბელ ეპისკოპოსს, რომელიც ამბობს, რომ პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით “ეჩალიჩებოდნენ”, აღნიშნულ საკითხზე კი, შეხვედრა მაშინდელი პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა.

იტვირთბა....