მთავარი ციტატა

“მინდა ბოდიში მოვუხადო ერს, რომელიც დარწმუნებული ვარ, აღშფოთებულია ამ სამარცხვინო გამოხტომით საქართველოს პატრიარქის ქორეპისკოპოსისა”

“როგოც სინოდის წევრმა, მინდა ბოდიში მოვუხადო, შენდობა ვთხოვო მორწმუნე საზოგადოებას, მრევლს, მთელ ერს, რომელიც დარწმუნებული ვარ, აღშფოთებულია ამ სამარცხვინო გამოხტომით საქართველოს პატრიარქის ქორეპისკოპოსისა. ადამიანი, რომელიც არის განყოფილების ხელმძღვანელი ფინანსებს კურირებს, არის ქორეპისკოპოსი, რაც იმას ნიშნავს, რომ მცხეთა-თბილისის ეპარქიაში არის სახე პატრიარქისა, არის ასევე სრული წარმომადგენელი საპატრიარქოს უნივერსიტეტში და ის, რომ მსგავსი ადამიანები არსებობენ ეკლესიაში, სწორედ ამის გამოა, რომ წლების განმავლობაში ხმა აღვიმაღლე ამ უმსგავსოებისა და სამარცხვინო მდგომარეობის წინააღმდეგ”

მეუფე პეტრე ცაავა – ჭყონდიდის მიტროპოლიტი

“ტვ პირველი”

მეუფე პეტრე აღნიშნული განცხადებით გამოეხმაურა ბოდბელ ეპისკოპოსს, რომელიც ამბობს, რომ პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით “ეჩალიჩებოდნენ”, აღნიშნულ საკითხზე კი, შეხვედრა მაშინდელი პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა.

იტვირთბა....