„ახლა ბოლო შემთხვევა იყო ჩორჩანაში, სადაც ნამდვილად გადმოწიეს ჩვენ ტერიტორიაზე და გაგვიხსნეს სამწუხაროდ საგუშაგო, იმის საპასუხოდ, რომ ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე გავაკეთეთ საგუშაგო. რაც შეეხება პრევენციულ ღონისძიებებს ჩვენ ვმუშაობთ და მაქსიმუმს ვაკეთებთ რომ დაძაბულობაში არ ჩაგვითრიონ და არ მოხდეს დაპირისპირება. ცეცხლი არ გაიხსნას ან იქითა მხრიდან ან აქედან და არ გადაიზარდოს ეს ყველაფერი უფრო ფართომასშტაბიან ოპერაციაში”
ვახტანგ გომელაური – შინაგან საქმეთა მინისტრი
აღნიშნული განცხადება მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების შეფასებისას გააკეთა.