მთავარი ციტატა

“ყველა გადაცდომაზე რომ მინისტრები გადადგნენ, შეიძლება, ყოველ თვე მოუწიოთ გადადგომა”

“მე ვარ უშუალო ხელმძღვანელი და უნდა გადავდგე? მე მყავს 43 ათასი თანამშრომელი და ყველა გადაცდომაზე მინისტრები რომ გადადგნენ, შეიძლება, ყოველ თვე მოუწიოთ მინისტრებს გადადგომა. ეს ნორმალური იქნება?”

ვახტანგ გომელაური – შინაგან საქმეთა მინისტრი

აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას გომელაურმა დავით მუმლაძის გატაცების საქმეზე პასუხისმგებლობის აღებასთან დაკავშირებით გააკეთა.

შეგახსენებთ, 35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მდინარე მტკვარმა რუსთავში 5 ოქტომბერს გამორიყა. 7 ოქტომბერს  შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პოლიციამ 35 წლის მამაკაცის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ხუთი პირი, მათ შორის, ორი მოქმედი და ერთი ყოფილი სამართალდამცველი დააკავა.

 

იტვირთბა....