ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილის განცხადებით, პარლამენტი ცხინვალში უნდა აშენდეს

„ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, პარლამენტი უნდა აშენდეს ცხინვალში, რათა „დეპუტატებმა ოკუპირებული ტერიტორიები ყოველდღე დაინახონ.

მისივე თქმით, ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილ შენობაში, მსოფლიო ინოვაციების ცენტრი უნდა გაიხსნას.

„ჩვენ ვიმყოფებით ოლიგარქიული ხელისუფლებისგან გაკულაკებულ ქუთაისში. ცოტა ხანში ქართველი ხალხი მოიშორებს ამ ურჩხულს. ამ შენობაში კი მსოფლიო ინოვაციების ცენტრს გავხსნით. აქვე განლაგდება სტარტაპების, ტექნოპარკების და საგრანტო სისტემების დაწესებულებები. აქვე გადმოვა ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი თავისი საერთო საცხოვრებლით”,- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

იტვირთბა....