გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გამყრელიძე ამაზონის ტყის გადასარჩენად 1.1 მილიონი დოლარის გადარიცხვასთან დაკავშირებით ბერა ივანიშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ამაზონის ტყეებთან დაკავშირებული “ქველმოქმედება” ბლეფია და წარმოადგენს ერთგვარ საშვს ბრაზილიის ბუნებრივი რესურსების მოპოვების ბაზარზე – აცხადებს მამუკა გამყრელიძე
“როგორც ნელ ნელა ირკვევა და ამას ბრაზილიური სოცქსელების მონიტორინგიც ადასტურებს, ამაზონის ტყეებთან დაკავშირებული “ქველმოქმედება” ბლეფია და წარმოადგენს ერთგვარ საშვს ბრაზილიის ბუნებრივი რესურსების (მეტწილად ფერადი მეტალის) მოპოვების ბაზარზე. თუ გავიხსენებთ, ივანიშვილების ოჯახის ინტერესებს RMG Gold-ში (არ-ემ-ჯი გოლდი), შეიძლება ბერას ქველმოქმედების მიზეზიც გამოვიცნოთ.
ცხადია, ეს არ არის დადასტურებული ფაქტი და მხოლოდ ვერსია გახლავთ. მკითხველს კი შევახსენებ, რომ ეს ის ცნობილი არ-ემ-ჯი გოლდია, რომელმაც საყდრისი ააფეთქა.
1.1 მლნ დოლარით ქველმოქმედთა საერთაშორისო სიაში ჩაეწერა. ბორჯომის ტყის აღდგენისთვის ვერაფერს მიიღებდა. ერთი ხელწერა აქვს მამა-შვილს.”
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი ამაზონის ტყის გადასარჩენად 1.1 მილიონი დოლარს რიცხავს.