aviabiletebi
ახალი ამბები ვიდეო მთავარი სოციალური ქსელი

ბერა – გადავწყვიტე, 1.1 მილიონი დოლარი გადავრიცხო ამაზონის ტყის გადასარჩენად (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბერა ივანიშვილი ავრცელებს ვიდეომიმართვას, სადაც საზოგადოებას ამაზონის ტყეების გადასარჩენად მოქმედებისკენ მოუწოდებს:

“ამაზონის ტყე ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იწვოდა. ცეცხლი ანადგურებს ჩვენი პლანეტის ფილტვებს, ჩვენს ცხოვრებასა და ჩვენი შვილების მომავალს. ესაა მოწოდება მოქმედებისკენ. დღეს მსურს, დავეხმარო ჩემს ბრაზილიელ მეგობრებს, ვინც ჩვენსა და ამ კატასტროფას შორის დგანან. იმის მიუხედავად, რომ ათასობით მილის მოშორებით ვცხოვრობ, ჩემმა ბრაზილიელმა ფანებმა ისეთი მიმიღეს, როგორიც ვარ, მეპყრობოდნენ უზადო სიყვარულითა და პატივისცემით, ოჯახის წევრივით. მსგავსი სიყვარულის სულისკვეთებით, მსურს დავეხმარო მათ, რამდენადაც შემიძლია. ფრთხილი ფიქრის შემდეგ, ვიპოვე  ორგანიზაცია, რომელსაც მჯერა, შეუძლია ცვლილებების გამოიწვევა და შემიძლია ვენდო. მას ჰქვია ISA. გადავწყვიტე, მათ გადავურიცხო 1.1 მილიონი დოლარი. ამაში შედის ჩემი მძიმე შრომით გამომუშავებული დანაზოგები და ჩემი ოჯახის წვლილიც. მოგიწოდებთ ყველას, მიიღოთ მონაწილეობა და იმოქმედოთ. ნებისმიერი კონტრიბუცია, მიუხედავად რაოდენობისა, აზრიანი და მნიშვნელოვანია. ერთად შეგვიძლია შეცვლა. გმადლობთ და ღმერთმა დაგლოცოთ.

 

იტვირთბა....