ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

შეიარაღებული კონფლიქტისას უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების უწყებათშორისი კომისია შეიქმნა

ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით მთავრობამ შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების კომისია შექმნა. ამის შესახებ მინისტრმა მთვრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

მისი თქმით 2300 ადამიანი კვლავ რჩება უგზო-უკვლოდ დაკარგულად.

„2010 წლიდან წითელი ჯვრის ეგიდით ფუნქციონირებს ორი მექანიზმი, ორმხრივი: ქართულ-აფხაზური და სამმხრივი ქართულ-რუსულ ოსური მექანიზმი, რომელთა ფარგლებში დღემდე მოხერხდა 187 სამარხის გახსნა და იდენტიფიცირებულია 178 პირი და მათი ნეშტები ოჯახებს დაუბრუნდა. თუმცა, 2300 ადამიანი კვლავ რჩება უგზო-უკვლოდ დაკარგულად, რაც არის ძალიან დიდი ციფრი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვალდებულად ვთვლით თავს, უფრო ეფექტური გავხადოთ ჩვენი მუშაობა,” – ამბობს ციხელაშვილი.

 

იტვირთბა....