ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბერას და მის ოჯახს ამ ქვეყნისთვის უამრავი სიკეთე აქვთ გაკეთებული” – კილაძე

ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის ხანძრის შედეგებთან საბრძოლველად თანხის გადარიცხვას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე გამოეხმაურა.

მისი თქმით ბერას და მის ოჯახს უამრავი სიკეთე აქვთ გაკეთებული ამ ქვეყნისთვის

„ბერას და მის ოჯახს უამრავი სიკეთე აქვთ გაკეთებული ამ ქვეყნისთვის და ეს ყველამ კარგად ვიცით, მათ შორის იმათაც, ვინც ასე თავგამოდებული ლანძღავს ივანიშვილების ოჯახს. საკუთარი ჯიბიდან გაწეული ქველმოქმედება რატომ უნდა ხდებოდეს ასეთი აჟიოტაჟის საგანი?!“ – წერს სოციალურ ქსელში სოფო კილაძე.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი ამაზონის ჯუნგლების გადასარჩენად 1.1 მილიონი დოლარს რიცხავს.

იტვირთბა....