გიორგი გახარიასა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა არ იგეგმება – ამის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმა გააკეთა.
როგორც დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამომავლო შეხვედრაზე ნიუ- იორკში გამართული შეხვედრისას საუბარი არ ყოფილა.
„მსგავსი შეხვედრა არ იგეგმება. ამაზე ნიუ-იორკში გამართული შეხვედრისას არ ყოფილა საუბარი. ჩვენ მსგავს შეხვედრაზე არ ვმუშაობთ და არც ნიუ-იორკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჩემი შეხვედრის დროს არანაირ მომავალ შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი”, -აღნიშნა ზალკალიანმა.