aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ოკუპაციის თემით სპეკულაცია ღალატის ტოლფასია” – მდინარაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

ოკუპაციის თემით სპეკულაცია არის ღალატის ტოლფასი, ეს არის თემა რომელზეც არ შეიძლება პოლიტიკური კამპანია ააგო – ამი შესახებ კომენტარი უმრავლესობის ერთ ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

მისი თქმით ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება და ამისთვის აუცილებელი გზა დიალოგია.

„ოკუპაცია აუცილებლად დამთავრდება, ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება. ამაში მნიშვნელოვან როლს ჩვენ ქვეყანასთან, ხელისუფლებასთან და ქართველ ხალხთან ერთად ჩვენი დასავლელი პარტნიორები შეასრულებენ. დანარჩენი, ყველაფერი პოლიტიკური სპეკულაციების ნაწილია და ერთხელ და სამუდამოდ, უნდა ჩამოვყალიბდეთ ერთ მთავარ საკითხზე, რომ ეს არის თემა, რომელშიც პოლიტიკური სპეკულაცია არის დაუშვებელი. ეს არის თემა, რომელზეც არ შეიძლება საკუთარი პოლიტიკური კამპანიაა ააგო, თუნდაც ხელისუფლების და ოპოზიციის დასაზიანებლად, არავის დასაზიანებლად არ უნდა გამოვიყენოთ ეს თემა. ოკუპაციის თემაზე სპეკულაცია არის მიუღებელი და ღალატის ტოლფასი, რადგან ეს ეწინააღმდეგება ეროვნულ ინტერესებს, დეოკუპაციის მიზნებს და ოკუპაციის დასრულების მიზანს, რომელსაც ქართველი ხალხი შეუქცევადად მიჰყვება”, -განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ, 19 ოქტომბერს ქარელის რაიონის სოფელ ატოცში შეიარაღებულმა პირებმა ლითონის ბადეები მიიტნეს.

იტვირთბა....