ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ცხრათავიანი გველეშაპიც განვგმირე, სანამ აქ მოვიდოდი” – შაქარიშვილი კომიტეტის სხდომაზე არ შეუშვეს

საკრებულოს წევრი ვახტანგ შაქარიშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე შესვლას ცდილობს.

მისი განცხადებით არ იცის მიეცემა თუ არა საშუალება კითხვები დაუსვას მოსამართლეს, რომელმაც პოლიტიკური ნიშნით  ორთვიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.

„ქართული ოცნების“ დღევანდელი ლიდერშიპი ხშირად იქადნის ხოლმე, რომ უპრეცედენტოდ გამჭვირვალეა ეს პროცესი. ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადავიარე, ცხრათავიანი გველეშაპიც განვგმირე, სანამ აქამდე მოვიდოდი და ჯერ კიდევ ველოდები, მომცენ შესაძლებლობა და მოსამართლეს, ადამიანს, რომელმაც 2012 წელს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით გამასამართლა და ორთვიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მომისაჯა, რამდენიმე კითხვა დავუსვა”,- განაცხადა შაქარიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, იუსტიციის საბჭოს მდივანს გიორგი მიქაუტაძეს მოუსმენენ. ვატო შაქარიშვილთან ერთად იუსტიციის არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე კომიტეტის სხდომაზე არ შეუშვეს.

იტვირთბა....