ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნათია თურნავა – გაზის დეტექტორებზე სემეკ-ი იღებს გადაწყვეტილებას, რაც ფინანსურად, პირველი სამი წელი არ დააწვება მოსახლეობას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, გაზის რეგულაციებთან დაკავშირებული საკითხი პირობითად სამ ნაწილად იყოფა და მათ შორის მოწყობილობების შემოწმება პირველია.

მისივე თქმით, გაზგამანაწილებელ კომპანიებს ჯერ კიდევ გასულ წელს მიეცათ მკაცრი მითითებები, გაზის ყველა დამონტაჟებული მოწყობილობა შეამოწმონ და ეს პროცესი მიმდინარეობს.

„პირველი რაც უკვე გაკეთებულია, ჯერ კიდევ შარშან გაზგამანაწილებელ კომპანიებს მიეცათ მკაცრი მითითებები ჩვენგან და მარეგულირებლის მხრიდან, განახორციელონ გეგმაზომიერად გადამოწმება გაზის ყველა მოწყობილობის, რაც კი არის დამონტაჟებული. სწორედ ამის მოწმეები ვართ, ეს პროცესი მიმდინარეობს. მეორე ნაწილი არის კანონმდებლობის გამკაცრება, შესაბამისი პაკეტი მომზადებულია და მთავრობის მიერ უკვე განიხილება. თუ სახლი ჩაკეტილია ან სახლის მეპატრონე თავისი მოსაზრებებით არ უშვებს შემოწმებას, აქ მკაცრდება პასუხისმგებლობა და ეს პასუხისმგებლობა იქნება, როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლებრივი.
რაც შეეხება გაზის დეტექტორების სავალდებულობას, სემეკ-ი იღებს ამაზე ამ დღეებში გადაწყვეტილებას, რაც ფინანსურად, პირველი სამი წელი არ დააწვება მოსახლეობას, არ იქნება მაღალი გადასახადი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

 

იტვირთბა....