„ეგ თქვენი ინტერპრეტაციაა. მე გავერკვევი, თუ ლობირებს ჩემი მეუღლე რომელიმე კომპანიას, აუცილებლად დავაყენებ მისი პასუხისმგებლობის საკითხს. თქვენს სიუჟეტს შვიდი წელია ვუყურებ და მე მგონი, მეტი სიუჟეტი თქვენ არ გაქვთ, იმიტომ, რომ თქვენ იგონებთ რაღაც ამბებს. მე ხუთი წლის უკან გენერალური პროკურორი არ ვიყავი“
შალვა თადუმაძე – გენერალური პროკურორი
“მთავარი არხის” ინფორმაციით, დოკუმენტურად დგინდება და მოწმეები ადასტურებენ, რომ მთავარი პროკურორის მეუღლე იურიდიულ კონსულტაციას უწევდა მსხვილ სამშენებლო კომპანიას, რომელსაც სახელმწიფო, ანუ ფაქტობრივად, თადუმაძის უწყება სასამართლოში ედავებოდა. კომპანიამ ამ დავაში გაიმარჯვა და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების მიუხედავად, მსხვილი ჯარიმის გადახდა აღარ მოუწია.