დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილში საჯარო სკოლის შენობა დაიწვა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული.
მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება.