ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლითონის დაშლილი საფეხმავლო ხიდების აღდგენა არ იგეგმება

თბილისის მერია, კონტრაქტორი კომპანიის მეშვეობით, ახორციელებს ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟს. სულ დაგეგმილია 19 ხიდის დემონტაჟი, ამ დროისთვის კი დაშლილი და დასაწყობებულია 9 ხიდი. წელსვე დასრულდება დარჩენილი 10 ხიდის დემონტაჟი.

დაშლილი ხიდები დასაწყობებულია თბილისის მერიის საწყობში. მათი აღდგენა არ იგეგმება.

მომავალში, საჭიროების დადგომის შემთხვევაში, თბილისის ქუჩებში მხოლოდ და მხოლოდ თანამედროვე ტიპის გადასასვლელი ხიდები გაკეთდება.

იტვირთბა....