დღეს, მედიაში გასაჯაროვდა აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წერილი თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მიმართ, რომელშიც ქურთებთან მორიგებაზეა საუბარი.
წერილი 9 ოქტომბრითაა დათარიღებული და ტრამპი ერდოღანს ეუბნება “რომ სულელი” არ იყოს.
“ბატონო პრეზიდენტო:
მოდი, კაგრი გარიგება შევიმუშაოთ! შენ არანაირად არ გინდა, ათასობით ადამიანის განადგურებაზე იყო პასუხისმგებელი, მე კი არ მინდა, პასუხისმგებელი ვიყო თურქეთის ეკონომიკის განადგურებაზე — და ვიზამ! ამის მცირე მაგალითი პასტორ ბრენსონის შემთხვევაში უკვე გაჩვენე.
ძალიან ბევრი ვიმუშავე შენი რამდენიმე პრობლემის მოსაგვარებლად. მსოფლიოს იმედი არ გაუცრუო. შეგიძლია, მშვენიერ შეთანხმებას მიაღწიო. გენერალი მაზლუმი მზადაა, შენთან მოლაპარაკებები აწარმოოს და წამოვიდეს ისეთ დათმობებზე, რომლებზეც წარსულში თანახმა არასდროს იქნებოდა. კონფიდენციალურად გიგზავნი მისი წერილის ასლს, რომელიც ახლახანს მივიღე.
ისტორია მოწყალე იქნება შენ მიმართ, თუკი ამ საქმეს სწორად და ჰუმანურად გააკეთებ. თუ კარგი რამეები არ მოხდება, სამუდამოდ ეშმაკის სახელი გექნება. არ გაჯიუტდე! ნუ იქნები სულელი!
მოგვიანებით დაგირეკავ” – წერს ტრამპი ერდოღანს.
როგორც BBC იუწყება როცა ერდოღანმა წერილი წაიკითხა ნაგავში მოისროლა.