ახალი ამბები მთავარი სამართალი

გლდანში არასრულწლოვანი დაჭრეს

გლდანში, მეტროსადგურ „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიაზე 15 წლის მოზარდი დაჭრეს. არასრულწლოვანს, რომელსაც რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, აცხადებს, რომ თავს მისთვის უცნობი პირები დაესხნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

იტვირთბა....