ხაშურის მერი გიორგი გურასპაშვილი არ ადასტურებს დავით ქაცარავას მიერ გავრცელებულ ინფორმაცია, სოფელ ყობთან დაკავშირებით.
როგორც “მეტრონომს” მერმა განუცხადა, ადგილობრივი მოსახლეობიდან ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მიუღია.
“მე არ ვიცი ბატონ დავით ქაცარავს რა ინფორმაცია აქვს და საიდან გადაწყვიტა, რომ დღის ბოლომდე ყობი შევა საოკუპაციო ხაზს მიღმა. ალბათ შესაბამის უწყებებს ეცოდინება ეს ინფორმაცია, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობიდან არავინ დამკავშირებია” – განაცხადა “მეტრონომთან” საუბარში ხაშურის მერმა გიორგი გურსპაშვილმა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ “ძალა ერთობაშია”-ს ლიდერმა დავით ქაცარავამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხაშურის რაიონის სოფელი ყობი, დღის ბოლომდე საოკუოაციო ხაზს იქით მოექცევა.