“სამწუხაროდ, ჩემს მიერ გაკეთებული პროგნოზებიდან, უარესი გამართლდა.
ოკუპანტები დაიძრნენ ყობისკენ, რაც ნიშნავს იმას, რომ ძალიან დიდი ალბათობით დღეს, დღის ბოლომდე ყობი მოექცევა საოკუპაციო ხაზის შიგნით. გენადი ბოსიკოვი, ხაშურის რაიონის სოფელ ყობის ერთადერთი და უკანასკნელი მაცხოვრებელი გადაიქცევა ორკების მძევლად, ან ახალ დევნილად.
ასევე გამოჩნდნენ ყობის მიმდებარედ პოლიციელები.
სასწრაფოდ ჩაერთეთ ჟურნალისტები, დიპლომატები, არასამთავროები, უბრალო მოქალაქეები ოკუპაციის პროცესის შესაჩერებლად!
მარტო ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშია” ს გვბლოკავს ხელისუფლება, ერთად ვერ შეგვაჩერებენ!.
სასწრაფოდ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ხერხი, კონტაქტი და მშვიდობიანად დავდგეთ ჩვენი მიწების დასაცავად!”
დავით ქაცარავა – “ძალა ერთობაშია”-ს ერთ-ერთი ლიდერი
სოციალური ქსელი
სამწუხაროდ, ჩემს მიერ გაკეთებული პროგნოზებიდან, უარესი გამართლდა. ოკუპანტები დაიძრნენ ყობისკენ, რაც ნიშნავს იმას, რომ…
Gepostet von დავით ქაცარავა am Dienstag, 15. Oktober 2019