“ქართულოცნებას” მხოლოდ პროცენტები ადარდებთ – ასე შეაფასა “ტვ პირველის” ეთერში ალეკო ესლისაშვილმა ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხდაება.
“კარგი იქნება კობახიძე, ხუნდაძე და ხვები პოლიტიკური ნაცარქექიობისა და ციფრების გამოყვანის ნაცვლად ქვეყანაზე ფიქრობდნენ. აი ახლა, ამ წუთებში ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ხაშურის რაიონის სოფელი ყობი მიაქვთ ოსებს და რუსებს. ღობავენ იმ ტერიტორიას, რომელიც არასოდეს არ ყოფილა მათი. აი ამაზე უნდა იდარდონ და ინერვიულონ. ზრდილობის გულისთვის ერთხელ მაინც შეეკრიბათ უსაფრთხოების საბჭო, ამათ კიდევ მხოლოდ პროცენტები ადარდებთ.
ამ პროცენტებით თავის თავს იმხევებენ, გუშინ კარგად არ ჭღერდა 45% და დღეს ეგრევე წაამატეს 15%. ყველამ კარგად იცის რომ მთელი საქართველო ზურგით შემოუბრუნდა ქართულ ოცნებას. 2020-ში რაღაცას გაიფხაჭუნებენ და მორჩება მათი ისტორია.” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა ტვ პირველთან საუბრისას.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რომ თუ “ქართულმა ოცნებამ” 2020 წელს ხმების 45% მაინც ვერ მიიღო, კოალიციის შექმნა შეიძლება შეუძლებელიც კი გახდეს და მაღალია ალბათობა იმისა, რომ საჭირო გახდეს ხელახალი არჩევნების ჩატარება.