ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მეუფე პეტრესთან დაპირისპირებას ადასტურებს

ტელეკომპანია “პალიტრანიუსში” დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრესთან დაპირისპირება დაადასტურა, თუმცა აცხადებს, რომ მისთვის „არაკაცი“ არ უწოდებია.

როგორც მან აღნიშნა, მსგავსი სიტყვები მის ლექსიკაში არ არის.

„არ მინდა სასულიერო პირებს შორის ურთიერთობა ასე საჯაროდ გამოვიტანო. ალბათ, შიგნით ვილაპარაკებთ. ერთს ვიტყვი, რომ ჩემს ლექსიკაში ასეთი სიტყვები არ არის, მე ეს არ მითქვამს, არის უბრალოდ ინტერპრეტაცია გამძაფრების მიზნით. უსიამოვნება, რა თქმა უნდა იყო, ამას ვაღიარებ, თუმცა რა საკითხზე, არ მინდა ამაზე საუბარი,“ – განაცხადა საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

შეგახსენებთ, რომ გარცელებული ინფორმაციით, ანდრია ჯაღმაიძემ მეუფე პეტრეს არაკაცი უწოდა. შემთხვევა შაბათს, ფოთის მიტროპოლიტ გრიგოლის დედის დაკრძალვაზე მოხდა.

იტვირთბა....