ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს, ირაკლი კობახიძის მიერ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადების შეფასებისას განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძე მათემატიკაში ძალიან სუსტი ყოფილა.
„კობახიძემ ძალიან სასაცილო მაგალითი მოიყვანა, 45% მათთვის საოცნებოა. გულში ფიქრობენ, რომ 45% – „ქართულ ოცნება“ და 6 % – „პატრიოტთა ალიანსი”, მაგრამ ასე არ მოხდება. „ქართული ოცნების“ მაქსიმალური ჭერი შეიძლება იყოს 28-30 პროცენტი. ძალიან კარგად გრძნობენ, რომ საქართველოში კოალიციური ხელისუფლება მოდის. ამას უნდა შეეგუონ და წავიდნენ ოპოზიციაში. ჯობია ახლავე კარგი კანონები მიიღონ, რომ შემდეგ ოპოზიციაში ყოფნის დროს გამოადგეთ“, – აცხადებს გოცირიძე.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რომ თუ “ქართულმა ოცნებამ” 2020 წელს ხმების 45% მაინც ვერ მიიღო, კოალიციის შექმნა შეიძლება შეუძლებელიც კი გახდეს და მაღალია ალბათობა იმისა, რომ საჭირო გახდეს ხელახალი არჩევნების ჩატარება.