aviabiletebi
მთავარი ციტატა

“კობახიძის არითმეტიკის არასდროს არ მჯეროდა”

„კობახიძის არითმეტიკის არასდროს არ მჯეროდა. მისი მათემატიკა იმდენად ცუდია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს ივანიშვილიც შეცდომაში შეიყვანა და ზურაბიშვილისთვის გამარჯვება მიალოცინა. ეს მისი სტატისტიკის წყალობით მოხდა. იქ ვიყავი, როცა ამტკიცებდა, რომ არჩევნები პირველ ტურში იყო დასრულებული. მისი სტატისტიკის არ მჯერა, მის გზავნილებში ბევრი სიცრუის გარდა, ვერაფერი ამოვიკითხეთ. ეს იყო ღია აღიარება, რომ „ქართული ოცნება“ უმრავლეს მანდატს ვერ მოიპოვებს და ეძებს რა იქნება საუკეთესო ფორმულა, რომ გადაარჩინოს ხელისუფლება და დარჩეს. ამისკენ არის მიმართული ყველაფერი“

aviabiletebi
ავიაბილეთები

ეკა ბესელია – დამოუკიდებელი დეპუტატი

“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წელს ხმების 45% მაინც ვერ მიიღო, კოალიციის შექმნა შეიძლება, შეუძლებელიც კი გახდეს. მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, მაღალი იქნება ხელახალი არჩევნების ჩატარების ალბათობაც.

 

 

იტვირთბა....