ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ნიუ ჰოსპიტალი” სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული ილია ჯიშკარიანის დიაგნოზს ასაჯაროებს

თბილისის საკრებულოს დეპუტატი ილია ჯიშკარიანი კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალში” რჩება. ექიმ გიორგი კორძახიას ინფორმაციით, მას კორონალური სინდრომის გამწვავება აღენიშნება.

“ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა დაგვჭირდა ახალი მედიკამენტის დამატება, რაც გახანგრძლივებულ ჰოსპიტალიზაციას განაპირობებს. მისი სრული დიაგნოზია კორონალური სინდრომის გამწვავებაა”, – აცხადებს ექიმი, რომლის თქმითაც, ჯიშკარიანი კლინიკას, სავარაუდოდ, 2-3 დღეში დატოვებს.

ჯიშკარიანს პროკურატურამ ბრალი 8 ოქტომბერს, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“  წარუდგინა. მას თანამშრომლის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე, წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტითა (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) ედება ბრალი“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

იტვირთბა....