ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი ციტატა

“მინდა ოცნებას ვუთხრა – შეგრცხვეთ – რას ჰპირდებოდით ხალხს და რა მივიღეთ”

“ფაქტია, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ბიძინა ივანიშვილის ავტოკრატიულ მმართველობასთან… ბიძინა ივანიშვილის საბჭოური მენტალიტეტი, რეიდები, რომელიც მან რუსეთში ისწავლა და რომელსაც საქართველოში ახორციელებს, ის მეთოდები, ის დაპირებები, ის ტყუილები, რომლებიც ორი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში ჩვენ ყველამ მოვისმინეთ, გადაახვიეთ მისი დაპირებები და მინდა “ოცნების” წევრებს ვუთხრა – ცოტა შეგრცხვეთ, სად დგახართ. შეგრცხვეთ – თქვენს შვილებს ჩახედეთ თვალებში – რას ჰპირდებოდით ხალხს და რა მივიღეთ რეალურად. ჩვენ მივიღეთ აბსოლუტურად დიდი ჭაობი”

აღნიშნული განცხადება საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ სასამართლოში დღეს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა იყო ჩანიშნული.

 

 

 

იტვირთბა....